„მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – „დიდი შვიდეული“

„დიდი შვიდეული“ უკრაინის მხარდასაჭერად მორიგ ერთობლივ გზავნილს ავრცელებს. როგორც G7-ის წევრი ქვეყნის საგარეო მინისტრები აცხადებენ, მზად არიან, უკრაინას კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთება-აღდგენა-დაცვაშიც დაეხმარონ.

„ჩვენ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება… რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პასუხად მოჰყვება სერიოზული შედეგები. ჩვენ ასევე უარვყოფთ, რუსეთის ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა ემზადება რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩვენ მივესალმებით უკრაინის გამჭვირვალობას“, – აღნიშნულია გზავნილში.

რაც შეეხება სანქციებს, დიდი შვიდეული წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთს მოუწევს ეკონომიკური საფასურის გადახდა. კერძოდ,  შვიდეულის შეფასებით. გაგრძელდება ეკონომიკური საფასურის დაკისრება. ასევე, ეს შეეხება სხვა ქვეყნებსაც,  რომლებიც რუსეთს ეხმარებიან. ისინი ბელარუსსაც აფრთხილებენ, რომ თუ ბელარუსი ჩაერთვება რუსეთის ომში, მასაც  უზარმაზარ დამატებით ხარჯებს დააკისრებენ.

„დიდი შვიდეულის“ დეკემბერში საფრანგეთში შეიკრიბება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ.

მსგავსი თემები