რუსეთში სამხედრო სამსახურში ნასამართლევ პირებსაც გამოიძახებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც რუსეთში ლეგალური ხდება იმ პირების გამოძახება სამხედრო სამსახურში, რომლებსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ.

რუსული მედიის ცნობით, გამონაკლისია ისეთი დანაშაული, როგორიცაა ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო მოპყრობა, მათი ქურდობა ან გამოძალვა.

მსგავსი თემები