,,ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს”- ხატია დეკანოიძე

,,ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს. არასდროს მოუთხოვია არც მას, არც მის უფლებადამცველებს და არც ოჯახის წევრებს,”- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლება სჭირდება ახლა ქვეყანას და ევროპულ ინტეგრაციას.

,,ძალიან კონკრეტულად მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება იყო შეწყალება. ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს. არასდროს მოუთხოვია არც მას, არც მის უფლებადამცველებს და არც ოჯახის წევრებს, ეს იყო ჩვენი, მისი მეგობრების და იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის უნდა ყოფილიყო მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. ეს მიმართვა გულისხმობდა ზუსტად იმას, რომ მან საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს 12 პუნქტის შესრულების კუთხით. რას გადაწყვეტს და როგორ პოზიციაზე დარჩება პრეზიდენტი, მისი საქმეა, ყველაფერი გასაგები იქნება, მაგრამ ნიკა გვარამიას დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ყველა იმ ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ფიქრობს, რომ ნიკამ გარკვეულწილად კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი ღირსება, არა! ნიკამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი თავისუფლება სჭირდება ახლა ქვეყანას და ევროპულ ინტეგრაციას. ამიტომ, ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ამ ნაწილს ჩაუღრმავდნენ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები