,,რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება და მობილიზებულთა რაოდენობამ 318 ათას ადამიანს მიაღწია,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

“ჩვენ უკვე გვყავს 318 000 (მობილიზებული). რატომ 318 000? იმიტომ, რომ მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება”, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის განმარტებით, 318 000 მობილიზებულიდან 49 000 ადამიანი უკვე ჯარშია და საბრძოლო დავალებებს ასრულებს, დანარჩენები კი წვრთნებს გადიან.

მსგავსი თემები