თუ პუტინი G20-ის სამიტს დაესწრება. პროტესტის ნიშნად, ზელენსკი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები სამიტისთვის ემზადებიან, სამიტის მასპინძელი ქვეყანა კი ინდონეზიაა. უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ იქ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტიც იქნება.

„ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი სამიტში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის, პრეზიდენტსაც ესაუბრა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვპატიჟეს. კიდევ ვნახავთ, რამდენიმე დღე დარჩა”, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები