“არავის პატიმრობა მინდა” – მეუფე იაკობი 

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, მას არავის პატიმრობა უხარია, მათ შორის არც პრეზიდენტ სააკაშვილის. როგორც მეუფემ მედიასთან განაცხადა, მასთან მისული იყოს სააკაშვილის დედა და სწორედ მას შემდეგ მოხდა მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა.

„რატომ ჩამოდიოდა, ხომ აღარ იქნებოდა წასასვლელი? მე არავის პატიმრობა მინდა, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი საკუთარი მტრები, რომ იყვნენ იმათი პატიმრობა არ მინდა. შეიძლება ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეში დადის იმაზე მეტად დავეხმარეთ, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. ყველას კეთილი ნება იყო, ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ჩვენთან იყო დედამისი მოსული და ამის მერე მალე გადაიყვანეს საავადმყოფოში”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები