,,რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინული მხარისგან მოითხოვა გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დერეფნების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება არ მოხდება.

„ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის გავეცი მითითება, განაახლოს ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ სამუშაოში. ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ამ შეთანხმებებიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს გარანტიები უკრაინის მხრიდან დარღვეული იქნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაშიც, მზად ვიქნებით, მივაწოდოთ მარცვლეულის მთელი მოცულობა, რომლის მიწოდებაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მოხდა, ეს კი მხოლოდ ოთხი პროცენტია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, შეთანხმების ფარგლებში ექსპორტირებული უკრაინული მარცვლეულის 46 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნა.

მსგავსი თემები