,,აშშ-ის საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია”- მამუკა მდინარაძე

,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით,” – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება.

მისივე თქმით, ”სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს.”

„სასამართლო ხელისუფლების მიმართ როდესაც მიდის კრიტიკა, ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ მკაფიობას. სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს. რაღაცაზე რომ ამბობს ცუდს, უნდა დააყოლო, რატომ, რისთვის არის ცუდი. ეს ჩემი აზრია. უნდა თქვა, რომ სამართლებრივად არის გაუმართავი, უკანონობა დაინახეს ან რაღაც მსგავსი მოხდა. ასე ზოგადად როდესაც აკრიტიკებ, ეს პირდაპირ ურტყამს სასამართლოს და არის ძალიან ცუდი. განცხადებაში კონკრეტული არგუმენტები რომ ყოფილიყო მოყვანილი, უფრო მკაფიო იქნებოდა. ვეჭვობ, კონკრეტული არგუმენტი, კარგად განსწავლულ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა, არ ჰქონდათ, მით უმეტეს კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები. ამიტომ მოუწიათ ზოგადი განცხადების გაკეთება. ამ განცხადებაში კიდევ ერთი ამბავი მენიშნა – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ განცხადებაში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ დაკავებულია ობიექტური მედიის, ან მსგავსი ეპითეტი კი არ იყო გამოყენებული, არამედ საუბარია პარტიულ მედიაზე. დღეს ეს ამერიკის საელჩოს განცხადებაში გამოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საუბარია მათი მხრიდან პარტიულ, ანუ მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელზე. ამიტომ აშშ-ს საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ ეს არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. კრიტიკის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პარტიული მედია“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროპულ მომავალზე”- აშშ-ის საელჩო

მსგავსი თემები