,,თუ დავრწმუნდებით, რომ დეპუტატების პარლამენტიდან გასვლა მიზანთან დასაახლოებელი ქმედითი ნაბიჯი იქნება, პარტია ამ ნაბიჯს გადადგამს”- ნიკა მელია

„ჩვენ თუ დავრწმუნდებით, რომ პარლამენტარების პარლამენტიდან გამოსვლა იქნება მიზანთან დასაახლოებელი ქმედითი ნაბიჯი, ბუნებრივია, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ მომენტში ამ ნაბიჯს გადადგამს“, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა, აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას. ამ ეტაპზე ეს მოცემულობა გვაქვს. თუკი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ დეპუტატების პარლამენტიდან გამოსვლა მიზანთან დასაახლოებელი ქმედითი ნაბიჯი იქნება, ბუნებრივია, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ნაბიჯს გადადგამს, მხოლოდ კონკრეტულ მომენტში და მოცემულობაში…

ვფიქრობ, რეალურ დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა უცხო არ არის ქართული საზოგადოებისთვის, ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ნაწილობრივ წარმატებულად შემდგარა, ნაწილობრივ შეიძლება წარუმატებლადაც. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, გაგრძელდება ევროპული იდეის გარშემო, მიტაცებული სახელმწიფოს უკან დასაბრუნებლად გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე, თანამშრომლობა გაგრძელდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას პოსტივანიშვილისეულ საქართველოში, როგორი იქნება მათი ყოფა. არის საზოგადოება, რომელსაც უნდა დაიჯეროს, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ცვლილება უკეთესობას მოიტანს, ამ მიმართულებითაც ჩვენ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების პრობლემით დაწყებული, გაგრძელებული ეკონომკის დარგის განვითარებით და მრავალი სხვა საკითხის გარშემო, ბუნებრივია, თანამშრომლობას ვაპირებთ, მეტიც, ეს თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება, თუმცა, სრულიად სხვა საკითხია, როცა საუბარია კონკრეტულ პარტიებს შორის, ერთ კონკრეტულ სუბიექტად ქცევაზე, ეს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია, რომელსაც ამ ეტაპზე ჩემი აზრით, „ნაციონალური“ ახსნა არ აქვს“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები