,,ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს”- ირაკლი კობახიძე

,,ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, „ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს, მათ შორის მედიამენეჯერების წინააღმდეგ”.  კობახიძე პასუხობს:

„ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. არის პოლიტიკურად მიკერძოებული და კონკრეტული ინტერესი აქვს, რაც ამ რეზოლუციის ინიცირების უკან იდგა. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი და მის თითოეულ ჩანაწერს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ რეზოლუცია ამ ნაწილში არ გაიზიარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები