,,პრობლემები გვაქვს დისტრიბუციაში ”უკონტაქტო ჯარიმების” კუთხით”- მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

”საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, შემოტანილი და ადგილზე დამზადებული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს გაუსწორდა. ამის შესახებ მან  მედიაცენტრ მთავარშიგამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,შემოტანილი ფქვილის ღირებულება და ადგილზე დამზადებული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს გაუტოლდა. 50 კილოგრამიანი ტომარის ფასი 70 ლარია. ყოველთვის შემოტანილი რუსული ფქვილის ფასი უფრო ნაკლები იყო. რა თქმა უნდა, 2-თვიანი მარაგი არის, ეს არის დაახლოებით 80 ათასი ტონა. საქართველოს წელიწადში სჭირდება 650 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. თბილისი დღე-ღამეში მოიხმარს დაახლოებით 400 ტონამდე პურს,”- განაცხადა მალხაზ დოლიძემ  მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, ბოლო დროს პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციაში, რის გამოც დისტრიბუტორები მასიურად ტოვებენ სამსახურს.

,,ბოლო დროს პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციაში. დაიწყეს უკონტაქტო ჯარიმები, არ ხდება პროდუქციის მიღება ღამის საათებში. პურ-პროდუქტებს განსაკუთრებული წესები ჰქონდა, 30% ღამე მიეწოდებოდა მაღაზიას, დანარჩენი დილით, სამწუხაროდ, ეს მოიშალა. ყველას დილით უნდა, 9:00 საათზე. ასე შეუძლებელია. დაინახავს შესაბამისი სამსახური და იღებენ ფოტოს. თუ ადრე 10 ლარი იყო, ახლა 50 ლარია ჯარიმა. დისტრიბუტორები მასიურად ტოვებენ სამსახურს და ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ ასეთ პირობებში. მივმართე შესაბამის სამსახურს და ვკითხე, როგორ უნდა მიეწოდოს მაღაზიას პური. მიგვითითეს, რომ მაღაზიიდან დაახლოებით ას მეტრში უნდა მივიდეს დისტრიბუტორი და შებამასი ხონჩებით მიიტანოს მაღაზიამდე პური. ასე მუშაობა შეუძლებელია,”- განაცხადა მალხაზ დოლიძემ  მედიაცენტრ მთავარში”.

წლის ბოლომდე პური არ გაძვირდება – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები