,,არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია”- კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე

,,არავის ციხეში ყოფნა და წასვლა არ მიხარია,”-  ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს.

„არ ვიცი, ნიკა გვარამიას პროცესს არ ვაკვირდებოდი და გამიჭირდება დეტალებში შესვლა. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს. ამ „ქეისზე“ გამიჭირდება დეტალებში შესვლა. არავის ციხეში ყოფნა და წასვლა არ მიხარია, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი ასეა. თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა კახა კალაძე.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები