დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, 4 000-მდე კი დაკარგულად ითვლება

„ჰელოუინის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სეულში, ჭყლეტვის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. ათეულობით ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია153 ადამიანი, ათეულობოთ დასავდა, 4 000-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

მასობრივი ჭყლეტის მიზეზი უცნობია. იტევონის რაიონი ჰელოუინის აღსანიშნად ყველაზე  პოპულარულ ადგილად ითვლება. სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი ჩადიან და ბილეთები წინასწარ იჯავშნება. რატომ მოხდა მასობრივი ჭყლეტა, ამ დრომდე პასუხი არ არსებობს, თუმცა, როგორც ადგილზე აცხადებენ, არც ხანძარი ყოფილა და არც რამე უბედური შემთხვევა, რის გამოც, იქ შეკრებილები გაქცევას ცდილობდნენ.

დაღუპულთა უმეტესობა 20 წლამდე ახალგაზრდები არიან. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დღესასწაულის აღსანიშნავად სეულში სპეციალურად ჩავიდნენ.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილთა 90% იდენთიფიცირებულია.

მსგავსი თემები