უცნობი მამაკაცი ბავშვებს აეკიდა და სადღაც წაყვანას ცდილობდა

ვარკეთილის მეტროში ბავშვებზე ძალადობის და გატაცების მცდელობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. 10 წლამდე ბავშვებს უცხო მამაკაცი კონკრეტულ შეთავაზებას უკეთებდა და მანამ მისდია, სანამ შესაძლებლობა მიეცა.

როგორც ბავშვების დედა ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები ცეკვიდან შინ ბრუნდებოდნენ და მეტროთი სარგებლობდნენ.

„მატარებელში აედევნა ვიღაც კაცი. რომ გადმოვიდნენ ვარკეთილის მეტროსადგურში, უკვე სახლში რომ მოდიოდნენ უფროსს უთხრა ამ მამაკაცმა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა ექიმთან, ვინაიდან ახველებდა. უფროსმა ჩემმა შვილმა უთხრა, რომ არ სჭირდებოდათ ექიმის დახმარება, იმიტომ, რომ დედა ჰყავთ ექიმი. მოდიოდნენ სახლში. არ შეეშვა ეს ადამიანი  და ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა,  რის შედეგადაც, ჩემს უფროსს შვილს ხელი უკვრია ამ კაცისთვის. გამოიქცნენ ექსკალატორზე ზევით ამოვიდნენ.

რომ მორბოდნენ, მიწისქვეშა გადასასვლელია, ეს კაცი ისევ მოსდევდა. ეს შეამჩნია ქალბატონმა, უცხო მოქალაქემ, რომლისაც ძალიან დიდი მადლიერი ვარ. მიჰყვა ეს კაცი ავტობუსაბმდე ბავშვებს, ცდილობდა ავტობუსში ასვლას, სადაც საქმეში უკვე ის ქალბატონო ჩაერია და უთხრა, რომ ბავშვებისთვის თავი დაენებებინა. როდესაც ავტობუსის მგზავრები მიხვდნენ რაში იყო საქმე, ამის შემდეგ ჩააგდეს ეს კაცი ავტობუსიდან და მოაცილეს ვიღაც უცხო მოქალაქე გოგონებმა, უღრმესი მადლობა მათაც, – ამბობს მოზარდების დედა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყო. მიმდინარეობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შემოწმებაც.

 

მსგავსი თემები