„რუსეთი საკვებს ისევ იარაღად აქცევს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, განცხადებას შტატების სახელმწიფო მდივანიც აკეთებს, როგოც ენტონი ბლინკენი აცხადებს, რუსეთი მოსახლეობას ისევ შიმშილისთვის წირავს, რადგანაც მარცვლეულს იარაღის ძალას აძლევს.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა, მთელ მსოფლიოში, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ. შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად აქცევს მის მიერ დაწყებულ ომში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და სურსათის გლობალურ ფასებზე. რუსეთის გადაწყვეტილება ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს და სასურსათო დაუცველობას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რონ გაერო-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გაიტანეს ექსპორტზე, რამაც საერთაშორისო ფასები შეამცირა. აღნიშნულმა საქართველოზეც იმოქმედა და ხორბალი გაიაფდა, შედეგად კი გაჩერებული წისქვილკომბინატები ამუშავდა.

 

მსგავსი თემები