ლარსის საზღვარზე დაღესტნიდან გამოქცეული 4 და დააკავეს, მათ საქართველოში არ უშვებენ

ამ წუთებში, ინფორმაცია ვრცელდება ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსი სამხედროების მხრიდან დაკავებულ დებზე, რომლებიც დაღესტნიდან გამოიქცნენ და საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მესაზღვრეებს დები ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ჰყავთ დაკავებული.

დები ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები კი აცხადებენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან.

უფლებადამცველების თქმით, ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, მათ ბავშვობაში ქალური წინადაცვეთა ჩაუტარეს, ხოლო ცოტა ხნის წინ, მშობლებმა ერთ-ერთ მათგანის თავის ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირეს. ზაფხულში დებმა რეგიონი უფლებადამცველების დახმარებით დატოვეს და ოჯახიდან გაიქცნენ.

არსებული ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა დებს პასპორტები ჩამოართვეს და პოლიციას გამოუძახეს.

 

მსგავსი თემები