აშშ-მ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 2 ერთეულ ზალპური ცეცხლის მობილურ სისტემა HIMARS-ს, 500 მართვად ჭურვს 155-მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, 1300-ზე მეტ გადასატან ანტისატანკო სისტემებას, 125 ერთეულ ჯავშანმანქანა Humvee-ს და 4 ანტენას სატელიტური კავშირგაბმულობისთვის.

საბრძოლო მასალა უკრაინას პენტაგონის რეზერვებიდან გადაეცემა.

 

 

მსგავსი თემები