გენერალი  ლაპინი, რომელსაც კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლაპინის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას Kremlin_Russian-ს ოფიციალური არხი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კადიროვი ლიმანის დაკარგვაში სწორეს ლაპინს ადანაშაულებდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა.

ლაპინის გათავისუფლების შესახებ დამატებით დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები