გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახლი გაქურდეს

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარმენ ნადირაძის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

დაუდგენელი პირი ნადირაძის სახლში მაშინ შევიდა, როდესაც ოჯახის წევრები იქ არ იმყოფებოდნენ.  უკან დაბრუნებულებმა კი შენიშნეს, რომ კარი ღია იყო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, ბინიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი თემები