„ვინ ან რა არის ვლადიმერ პუტინი?!“

ამოუცნობი არსება ბრენდ „პუტინის“ ქვეშ გაერთიანებული – ასეთია უკრაინის მოკლე შეფასება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში კი, როგორც ზელენსკი აცხადებს, ამოუცნობია, ვინ ან რა არის ის.

„ჩემთვის უკვე რთული სათქმელია, ვინ არის ან რა არის პუტინი. პუტინი დღეს – ეს ადამიანების გარემოცვაა, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბრენდ „პუტინის“ ქვეშ გაერთიანებული, რომლებიც დგამენ აგრესიულ ნაბიჯებს ერის გასანადგურებლად. ჩვენ არ ვართ მზად, აი ასე ავდგეთ და ვისაუბროთ პუტინთან, საერთო ჯამში კი ამ რეჟიმთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ იელის უნივერსიტეტის მოსწავლეებსა და ლექტორებთან მიმართვისას.

პრეზიდენტი ისევ იმეორებს, რომ ოკუპანტთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მას სისხლით ხელგასვრილი პრეზიდენტისთვის ხელის ჩამორთმევა არ სურს.

 

მსგავსი თემები