დის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მოკლულის ძმას პატიმრობა შეუფარდეს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის უკან გამოაცხადა.

დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას ან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ კი პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ბრალდებული ისევ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ არაფერი ახსოვს.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, კონფლიქტში ბრალდებულის და, როგორც გამშველებელი ისე ჩაერთო. ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა, ახალგაზრდა ქალი ასფალტის საფარზე დაეცა და მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები