„ომი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინაში ომის მიმდინარეობის ხანგრძლოვობაზე საუბრობს. როგორც მინისტრი განმარტავს, ზუსტი დროის დასახელება შეუძლებელია, თუმცა, უკრაინელები იბრძოლებენ მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევენ.

„ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება, რაც აუცილებლად მოვა. კვირა, თვე, ნახევარი წელი, წელი, უცნობია. ამიტომ არ ღირს დედლაინების დაწესება, როგორიცაა ზამთრამდე ან გაზაფხულამდე“, – აცხადებს კულება.

მისი თქმით, რაც დრო გადის, მსოფლიო საზოგადოება უფრო მეტად რწმუნდება, რომ პუტინი უგულებელყოფს თანამოქალაქეების სიცოცხლეს.

 

მსგავსი თემები