მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას. აღინიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

საუბარი ასევე  შეეხო 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას არაერთი მიმართულებით დაფინანსების გაზრდის და ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის  შემცირების საშუალება მისცა.

მსგავსი თემები