რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, სადაც ისევ პუტინმა უნდა გაიმარჯვოს

რუსეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია იწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წინასწარ იციან, რომ მომავალი პრეზიდენტი ისევ ვლადიმერ პუტინი უნდა იყოს. ინფორმაციას გამოცემა  Meduza ავრცელებს.

როგორც გამოცემას კრემლში განუცხადეს, არჩევნების ერთადერთი კანდიდატი ისევ პუტინი იქნება.

როგორც გამოცემას წყარო უდასტურებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები და დაგეგმვა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის. მისივე ინფორმაციით, სხვა კანდიდატზე საუბარი არც არის და წინასწარ იციან, რომ პრეზიდენტი ისევ პუტინი იქნება.

მსგავსი თემები