47 წლის ბიზნესმენის, გიორგი მაისურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება. ბიზნესმენი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი გადარჩენის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, დაშავებულ მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აქვს მიყენებული.
ბიზნესმენი გიორგი მაისურაძე აღმაშენებლის ხეივანზე, სასტუმრო „ლუქსში“ ააფეთქეს. სასტუმრო ამ ეტაპზე დალუქულია. მთელი დღის განმავლობაში, იქ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ის კომაში იმყოფება, მდგომარეობა კრიტიკულია.