რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია დაასრულა

უკრაინაში საომრად გასაგზავნად გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულებულია. რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ გეგმა შესრულებულია და მობილიზებულია 300 000 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.

რაც შეეხება უკრაინაში გაგზავნილ წვევამდელებს, როგორც შოიგუ განმარტავს, 82 ათასი მობილიზებული მამაკაცი უკრაინაში გაიგზავნა,  218 ათასი კი რეზერვში ირიცხება.

„ჩვენს მიერ დასახული 300 ათასი კაცის ამოცანა შესრულებულია. არანაირი დამატებითი ამოცანები არ იგეგმება”, – აცხადებს შოიგუ.

შეგახსენებთ, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი ათასობით ადამიანმა დატოვა. ვინც ვერ გაასწრო, ყველგან დასდევდნენ და ძალით მიჰყავდათ კომისარიატებში.

 

მსგავსი თემები