„ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, უსრულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში. მისი თქმით, აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივაც.

„ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს… გულწრფელები ვიყოთ, ერთი წლის წინ, შეუძლებელი ჩანდა, ვერც ვიფიქრებდით, რომ კანდიდატის სტატუსს მივაღწევდით. დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად სარაევოში, ჩვენ შეგვიძლია თქვენი მიღწეული კანდიდატის სტატუსი აღვნიშნოთ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ოფიციალური ვიზიტისას.

 

მსგავსი თემები