„კომუნისტური პარტია „ასწლეულის მეორე მიზნის“ შესრულების ახალ გზაზე უნდა გაუძღვეს“ – ელჩი ჭოუ ციენი

ჩინეთის ახალი ელჩი  ჭოუ ციენი მედიაცენტრ მთავართან“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩატარებულ ყრულობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი საკვანძო მომენტს ემთხვევა.

„ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა, მე-19 ცენტრალური კომიტეტის სახელით, ყრილობის დელეგატებს საანგარიშო მოხსენება წარუდგინა, რომელშიც სრულყოფილად იქნა შეჯამებული ბოლო ხუთი წლის საქმიანობა; სისტემატიზებულად იქნა განხილული პარტიისა და მისი ბირთვის – სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ახალ ეპოქაში პარტიის, მთელი ქვეყნისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის მიერ ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის განვითარებაში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და გამოცდილება;

23 ოქტომბერს, ჩკპ-ის მე-20 ცენტრალური კომიტეტის 1-ელ პლენუმზე სი ძინფინგი არჩეულ იქნა ჩკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ამასთან, ახალი ვადით არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს, მუდმივმოქმედი პოლიტბიუროს და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წევრები. ამ მომენტიდან ჩკპ-ის მთავარი ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე  და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღ ვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ და ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ერის დიადი აღორძინება“.

დღეს მსოფლიო ისევ ისტორიის გზაჯვარედინზე დგას და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის ხალხთა არჩევანზეა დამოკიდებული. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსასარგებლო და ღია სტრატეგიის მხარდაჭერას, მსოფლიოში მშვიდობის დაცვას, საერთო განვითარების მიზნით საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობას, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას… მე-20 ყრილობა არა მარტო ჩინეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან.“

ჩინეთის ელჩთან „მედიაცენტრი მთავარის“ სრულ ინტერვიუს ორშაბათს, 31 ოქტომბერს შემოგთავაზებთ, სადაც საუბარია გლობალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

 

 

მსგავსი თემები