მედვედევი უკრაინისგან ანექსირებული რეგიონების რუსეთის ნაწილად აღიარებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის,  დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ  ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს.

მისი თქმით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

„ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, – წერს მედვედევი.

 

 

მსგავსი თემები