,,უპრიანია, გახარიამ წყენის მიზეზები საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ეძებოს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა. საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს“.

იონათამიშვილის თქმით, უპრიანი იქნება, თუ გიორგი გახარია წყენის მიზეზს საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში მოძებნის.

„პოლიტიკაში ერთ-ერთი დამღუპველია, როცა ადამიანი საკუთარი ამბიციებითა და პირადი ემოციებით გამოდის. ანუ, პირადი წყენა აქვს წინა პლანზე. უპრიანია, ამ წყენის მიზეზები საკუთარ თავსა და არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ეძებოს. სხვა მხრივ, ძნელი სანახავია, სხვანაირად ადამიანი როგორ უნდა დაეცეს. ამ რეგრესის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ეს არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები