,,რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი,”-  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.

,,ეჭვგარეშეა, ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა მშვიდობისკენ შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაისახება მხარეების მიერ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცნობილი ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრად დაცვით”, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი,  ერთი სახელმწიფოს ნაწილი იყვნენ.

„ყველასთვის გასაგებია: აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი, ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით. ჩვენ გვაქვს დიდი კავშირები როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან და შეუძლებელია, ეს არ გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები