,,ირანის ხელისუფლება დაღუპული დემონსტრანტების ცხედრებს ოჯახებს არ უბრუნებს”- გაერო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლული ზოგი დემონსტრანტის ცხედარს ოჯახებს არ უბრუნებს.

„ჩვენ ვნახეთ არასათანადო მოპყრობის ბევრი შემთხვევა… ასევე დემონსტრანტების ოჯახების შევიწროება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას დაშავებული დემონსტრანტები საავადმყოფოებიდან საპატიმროებში გადაჰყავს და უარს ეუბნება ოჯახებს მოკლული დემონსტრანტების ცხედრების გადაცემაზე“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ ჟენევაში გამართულ პრესბრიფინგზე.

არსებული ინფორმაციით, ირანში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლულია სულ მცირე 250 მომიტინგე, ათასობით კი დაპატიმრებულია.

მსგავსი თემები