,,არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

,,უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას,”-ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუზე მიმართვა მსახურების წინ. სასულიერო პირის უარი კი, ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება.

,,უკანასკნელ წლებში საქართველოში არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა ცალკეული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ სამოციქულო ეკლესიას. საპატრიარქოს არც ერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისთვის, რომლითაც, ზოგადად შეუძლია, ისარგებლოს პირმა, ან ორგანიზაციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის მიყენების შემთხვევაში. 14 ოქტომბერს ხმაური იყო სვეტიცხოვლის ეზოში. თქვენ ნახეთ კადრები, როგორ მივედით, რა უძღოდა ამას წინ. რამდენიმე მაგალითი გაჩვენეთ და სრულიად საკმარისია, გავიხსენოთ მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა, შემდეგ მცდელობა, თითქოს ეკლესიისთვის დაებრალებინათ, რომ მღვდლებმა გადმოყარეს ჟურნალისტები. ასევე მარტვილის ტაძარში ჩაშლილი მსახურება; კიკეთში მოვარდნა მსახურების წინ, იქ მონაზვნებთან თითქმის სახლში შევარდნა, შტურმი კარებთან. მივედით იქამდე, რომ სვეტიცხოვლობა დღეს, ტაძრის ეზოში, როდესაც წირვა აღასრულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მისი აღსაყდრებისა და დაბადების დღის მოახლოებული საიუბილეო თარიღების წინ, ერთ-ერთი ტელევიზიიის ჟურნალისტი სასულიერო პირებს ბანდიტებს უწოდებს. ცალკე სათქმელია, რომ ტელევიზიების ნაწილს, სვეტიცხოვლობა, როგორც საზეიმო მოვლენა, არც კი გაუშუქებიათ. მთლიანი ორიენტირი მიმართული იყო ეკლესიისა და დღესასწაულის დაკნინების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, აქტიურად წამოიწია სვეტიცხოვლობის წინა დღეს მოგონილი, პატრიარქის გადადგომის მოლოდინის სკანდალის საკითხი. სამწუხაროდ, დროდადრო ამ თემის სხვადასხვა ფორმით რეინკარნაცია ტელევიზიებისთვის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. თითქმის ყოველ წელს ხდება ხოლმე, ვიღაც იტყვის მონაჭორს, რაზეც მთელი კვირა ფიქრობს ერი,”- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები