,,კიდევ რამდენი სისულელე უნდა ავიტანოთ რუსეთისგან?“- გაერო-ში ბრიტანეთის ელჩი

,,უკრაინისთვის ჩირქის მოცხების მცდელობის ნაცვლად, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საკუთარ ვალდებულებებზე, მათ შორის გაერო-ს წესდების შესრულებაზე და დაასრულოს ეს ომი“,- ამის შესახებ გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ბარბარა ვუდუორდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უშიშროების საბჭო სერიოზული ორგანოა და რუსეთის ქმედებებით რეპუტაციის შელახვის საფრთხე ემუქრება.

„24 თებერვალს, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეს იყო აგრესიის აქტი, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაგმო. მას შემდეგ რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია, მათ შორის ბრალდებები „ბინძური ბომბების“, ქიმიური იარაღისა და ბიოლოგიური კვლევის შესახებ. კიდევ რამდენი ეს სისულელე უნდა ავიტანოთ?“- აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები