,,უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა”- გერმანიის პრეზიდენტი

,,უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა და ამ ომმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ოცნება „საერთო ევროპულ სახლზე“ დაანგრია,” – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებულმა ვითარებამ  გერმანიაც სხვა რეალობაში ჩააგდო.

„როდესაც ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ რუსეთს, არ არსებობს სივრცე ძველი ოცნებებისთვის. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ დგანან დღეს. ამ ყველაფერმა გერმანიაც სხვა რეალობაში ჩააგდო, დაუცველობაში, რომელიც გვეგონა, რომ დავძლიეთ“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.

მსგავსი თემები