,,უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მათ ჩამოაგდეს ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვალა – ახლა აქტიურდებიან მოკავშირეები“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის მიერ თავდაპირველად მიწოდებულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის სამხედრო კამპანიაში.

„ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო უკრაინელი სამხედროების უნარით, გამოეყენებინათ საჰაერო თავდაცვის ძველი საბჭოთა სისტემები, რომლებიც მათ უკვე ჰქონდათ. ნატო-ს მოკავშირეები მათ ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალებს აწვდიდნენ, შემდეგ კი უკვე დაიწყეს ახალი სისტემების მიწოდება. გერმანული სისტემა ახლა აჩვენებს, რომ გერმანია უკრაინას აწვდის ნამდვილად მნიშვნელოვან სიმძლავრეებს. მათი მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები