,,დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით”- გახარია ”იმედს”

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ვიდეო კამერების ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჩანს მის საცხოვრებელ სახლთან, კომენტარის ჩასაწერად მისული იმედის გადამღები ჯგუფი. გახარია ტელეკომპანია იმედს მიმართავს:

,,TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს.  ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”,- წერს გახარია.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ გუშინ სოციალურ ქსელ ”ტვიტერში”დაწერა: “ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!”.

მსგავსი თემები