,,გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ივანიშვილი ოლიგარქი”- ირაკლი ქადაგიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას  განცხადებას ეხმმიანება, რომლის თქმითაც, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.

ქადაგიშვილის თქმით, გახარიასთვის ბიძინა ივანიშვილის მას შემდეგ გახდა ოლიგარქი, რაც ხელისუფლებიდან ”გაიქცა”.

„ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მსგავსი თემები