,,მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა”- მამაკაცი, რომელმაც სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“ ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულია.

,,პაციენტი შემოყვანილია წუხელ, ღამის 2 საათზე, აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულ-მკერდზე, თავზე. მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო “ლუქსში”, მამაკაცმა ნომერი დაიქირავა და  სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება ხელყუმბარით სცადა.

მსგავსი თემები