ხარკოვის რეგიონში, ბორივის რაიონში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, სამარხში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
,,წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე 17 ადამიანია დაკრძალული – მშვიდობიანი მოქალაქეები და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. გამომძიებლებმა სამი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი პირველ დღეს ამოიღეს”, – განაცხადეს პოლიციაში
სამარხიდან ამოღებულ ყველა ცხედარს სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, სადაც გარგდაცვალების მიზეზები და მათი ვინაობა დადგინდება.