,,მკვეთრი სიგნალი და გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის” – დეკანოიძე მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებაზე

,,ამ ახალი სანქციების გამოქვეყნება, რომელშიც ინდივიდუალურად, პოროვნებები არიან შესულები, ნიშნავს, რომ მსოფლიო გადასულია ყველა იმ ინდივიდის დასჯაზე, ვინც ჩართულია ადამიანი უფლებების წინააღმდეგ მოქმედებაში”,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აშშ-ის მიერ, მოლდოველი ოლიგარქების, ვლადიმირ პლახატნიუკსა და ილან შორის სანქცირებას.

მისი თქმით, სანქცირებული პლახატნიუკი იყო მოლდოვის ისეთივე არაფორმალური მმართველი, როგორც არის ივანიშვილი საქართველოსთვის.

,,ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, პირველ რიგში – ივანიშვილი და მისი დამქაშები და ასევე, ადამიანები, ვინც ხელს უშლიან რეგიონის უსაფრთხოებას და დასავლეთის გაძლიერებას რეგიონში. ბიძინა ივანიშვილი არ არის საფრთხე მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის. ის არის საფრთხე რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგისთვის და დასავლური ინტერესებისთვის.

ეს არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩართულია რუსული გავლენების გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ინდივიდუალური სანქციები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა არის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქიისთვის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები