ოკუპირებულ დონეცკში ნავთობის საცავი იწვის

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, ქალაქ შახტარსკში ნავთობის საცავი იწვის.

ქალაქის ე.წ. ხელმძღვანელის, ვიტალი ხოცენკოს ინფორმაციით, რკინიგზის სადგურთან 12 საწვავის რეზერვუარი დაზიანდა უკრაინული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად.

ქალაქის მერის განცხადებით, უკრაინელმა ჯარებმა შახტარსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მსგავსი თემები