რუსეთი ბირთვული წვრთნების ჩასატარებლად ემზადება

  ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შემდეგ, რუსეთი უკვე ოფიციალურად აცხადებს, რომ ბირთვული წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა სატესტო გაშვებაც განახორციელოს. რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკვე შეატყობინა, რომ ბირთვული ძალები  წვრთნების – „გრომის“ ჩასატარებლად ემზადებიან. აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი ადასტურებს, რომ რუსეთისგან მსგავსი შეტყობინება მიიღეს. თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, წვრთნების დროს, რუსეთმა რაკეტების სატესტო გაშვება განახორციელოს.