პრეზიდენტი ზელენსკი აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეოკუპაციის პლატფორმაზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი ინიციატივას აყენებს და საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს, ე.წ. ყირიმის პლატფორმა სხვა რეგიონების დეოკუპაციისთვისაც იყოს გამოყენებული. იგივე, საუბარია აფხაზეთზე, რომელიც ოდესღაც დაიპყრეს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, მნიშვნელოვანია,  „ყირიმის პლატფორმა“ გახდეს საწყისი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისა, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა რეგიონების დეოკუპაციას, რომლებიც ოდესღაც დაიპყრეს: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე.

პრეზიდენტმა ყურადღება უკრაინის დეოკუპაციაზე გაამახვილა აღნიშნა, რომ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭიროა  სამხედრო და ფინანსური დახმარება და  სანქციების გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები