,,ოპოზიციის რიტორიკა, რომ საქართველოს მხარეს აშშ-სგან ზურგის შექცევა ელოდა, ნედ პრაისის მხრიდან სილაგაწნული აღმოჩნდა”- მიხეილ სარჯველაძე

,,აშშ-ს არაერთი მიკერძოებული პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან არც მთლად სწორად მიეწოდება ინფორმაცია, შესაძლოა, ამან განაპირობა ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება,” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას.

„ოპოზიციის ნარატივი, რასაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, შეესაღებინათ, როგორც სიმართლე საზოგადოებისთვის, რომ აშშ-სგან გაწყრომას და ზურგის შექცევას ელოდა საქართველოს მხარე, ეს რიტორიკა სილაგაწნული აღმოჩნდა ნედ პრაისის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ თანამშრომლობა გრძელდება და არსებობს თანამშრომლობა აშშ-სთან. ამ რიტორიკას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომლითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ.

რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას უკუსვლაზე, უმჯობესია, ალბათ, ამ საკითხზე კონკრეტული რეფორმები დავასახელოთ და ამის შემდეგ შევაფასოთ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს ამასთან დაკავშირებით – აშშ-ს არაერთი მიკერძოებული პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიეწოდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არც მთლად სწორად არის მიწოდებული ინფორმაცია და შესაძლოა, ამან განაპირობა ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ ასეთი შეფასების მიზეზი არავის და უპირველესად, ჩვენს პარტნიორებს არ ჰქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო – ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს”- ნედ პრაისი

მსგავსი თემები