,,უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს”- ოლაფ შოლცი

,,ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მისი ბრძოლის მხარდაჭერას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “მარშალის გეგმა 21-ე საუკუნისთვის – თაობის ამოცანაა, რომელიც ახლავე უნდა დაიწყოს”.

„ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი ქვეყნის ისტორია არ არის ერთნაირი. მაგრამ ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან ჩვენ ასევე ვიცით, რომ რეკონსტრუქცია ყოველთვის შესაძლებელია და რომ არასდროს არ არის ნაადრევი ამ ამოცანის გადაჭრა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

მსგავსი თემები