,,ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რათა მოხდეს ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის  აფხაზეთის და დნესტრისპირეთის”- ზელენსკი

,,ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რომ შეიქმნას სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმები, რათა მოხდეს სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის დროშის ყირიმში დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას ყირიმში მყოფი მცხოვრები ხალხისთვის.

„ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. როცა ჩვენ ყირიმის პლატფორმის ინიციატივა დავაყენეთ, ეს იყო ქვეყნის ლიდერების დონეზე, ახლა კი საპარლამენტო დონეზეა. რუსული ოკუპაციის მეცხრე წელი მიმდინარეობს, ყირიმში ირღვევა საერთაშორისო კანონი. ყირიმის მოსახლეობას რუსეთი ართმევს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას. ოკუპანტები ჩადიან ათასობით დანაშაულს ყირიმის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზელესნკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას  სამი რამ სჭირდება – სამხედრო მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები.

 

მსგავსი თემები