,,ნედ პრაისის განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი”- სამადაშვილი

,,ნედ პრაისის განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი,”– ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც საქართველოში როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ.

„რა თქმა უნდა, კარგია, როცა აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, ქვეყანა სავარაუდოდ ვერ მიიღებს. ეს შეფასება გამოძახილია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კლანის გაძლიერების თაობაზე. ამ გზავნილს ძალიან ყურადღებით მოვეკიდებოდი, რადგან ეს ძალიან ნათელი გზავნილია, რომ ვიდრე ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ექნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

,,გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო – ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს”- ნედ პრაისი

მსგავსი თემები