„საქართველოს რუსეთს ვერ მიუერთებ – მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე გაგაპანღურებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“- ოქრიაშვილი ივანიშვილს

„საქართველოს რუსეთს ვერ მიუერთებ – მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე
გაგაპანღურებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“,”- ამ სიტყვებით პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა ”ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილმა არჩილ თალაკვაძის მეშვეობით, ახალი მესიჯი ”შემოუგდო” საზოგადოებას.

,,ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ღალატის პარტიამ“, არჩილ თალაკვაძის მეშვეობით, ახალი მესიჯი შემოგვიგდო საზოგადოებას. ვციტირებ: „არამხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა“.

მაშინვე გამახსენდა ბატონი გია ხუხაშვილის სიტყვები: „ბიძინა, ვის აშანტაჟებ, „ჭე“ კლასში თამაშობ!“ არ ეშვება ბატონი ივანიშვილი „ჭე“ კლასში თამაშს და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შანტაჟს – ან მე ვიქნები
საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ან საქართველოს ტერიტორიას მივუერთებ რუსეთსო. ვერაფერს მიუერთებ -მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირი და დასავლეთი, მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მალე გაგაპანღურებს შენც და შენი „ღალატის პარტიასაც“! „ჭე“ კლასის შანტაჟს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა – მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ „ოცნების“ პირობებში დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში შეუძლებელია და რომ „ოცნებამ“ „შექმნა უკუსვლა, საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა“.

ასე რომ, ქართველებო, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მშვიდობიანად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე გავუშვათ ეს ხელისუფლება საქართველოს ისტორიის ბნელ წარსულში!,” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

,,ევროპასაც სჭირდება, ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი, როგორიც საქართველოა”- არჩილ თალაკვაძე

მსგავსი თემები