აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს – ,,როიტერი”

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამი შესახებ ინფორმაციას  „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემაზეა საუბარი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო.

Hawk სისტემა არის “პატრიოტის” სარაკეტო თავდაცვის სისტემის წინამორბედი, რომელიც დამზადებულია Raytheon Technologies-ის მიერ, რომელიც უკრაინისთვის რჩება მაგიდის მიღმა, განუცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს.

მსგავსი თემები